Thursday, April 21, 2011
ტომ მორელო - ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი.
ეს კი იმაში დასარწმუნებლად, რომ ტომ მორელო მართლაც საუკეთესოა. :)
Like A Stone
Audioslave-ს შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით გთავაზობთ მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას Like A Stone
Audioslave (აუდიოსლეივი)
![]() |
| Audioslave |
Audioslave ადგილმდებარეობა - ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ა.შ.შ.
ჟანრები: ძირითადად უკრავენ გრანჟს, თუმცა მათ მუსიკაში არის ალტერნატიული როკის, ჰევი მეტალის და ჰარდ როკის ელემენტები.
მოღვაწეობის წლები: 2001-2007
წევრები: ვოკალი - კრის კორნელი
სოლო გიტარა - ტომ მორელო
ბას გიტარა და ბექ ვოკალი - ტიმ კომერფორდი
დრამი - ბრედ ვილკი
ალბომები 2002 წელი - Audioslave
2005 წელი - Out Of Exile
2006 წელი - Revelations
გრანჟი
გრანჟი (ხანდახან მოხსენიებული როგორც სიეტლის მუსიკა) ალტერნატიული როკის ქვეჟანრია, რომელიც შუა 80-იანებში ჩამოყალიბდა ამერიკის შტატ ვაშინგტონში, კონკრეტულად კი სიეტლის მიდამოებში. იმის გამო, რომ ჟანრზე გავლენა იქონიეს ჰარდქორ პანკმა, მძიმე მეტალმა და ინდი როკმა, გრანჟი ხასიათდება მძიმედ დისტორშენით ელექტრო გიტარებზე კონტრასტული დინამიური მუსიკის ფონზე და ხშირად აპათეური ან შიშის გრძნობით სავსე ტექსტებით. ბევრი გრანჟ მუსიკოსი შემჩნეულია მოუწესრიგებელი გარეგნობით და თეატრალურობის უარყოფით.(თავდად ტერმინი "გრანჟიც' მომდინარეობს სლენგისგან, რომელიც "ჭუჭყს" ან "სიბინძურეს" აღნიშნავს.
რა არის მუსიკა?
მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

Subscribe to:
Posts (Atom)